9 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ვიზიტით რუსეთს ეწვევა.
რუსეთის ვიცე-პრემიერის არკადი დვირკოვიჩისა და მისი კოლეგა, მეხმეტ შიმშეკის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 9 აგვისტოს ერდოღანი სანქტ-პეტერბურგში ჩავა.
ეს იქნება რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.