პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან - „მგლების ხახაში რომ წერილებს აგზავნი და იქიდან კიდევ რაღაცას გიგზავნიან, არ შეიძლება შეხვედრა. თუ შევთანხმდებით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მაშინ აზრი ექნება მისვლას. პრემიერ-მინისტრი როცა მოიცლის, შევხვდები აუცილებლად" - დაკავშირებით წერს:
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ლექსიკა რამდენად შეესაბამება მის თანამდებობას და რამდენად განამტკიცებს რწმენას მისი მიუკერძოებლობის შესახებ?! საინტერესოა, ამის შესახებ რას ფიქრობენ ის არასამთავრობოები, რომლებიც თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს სადარაჯოზე დგანან?!"- წერს მაღლაფერიძე.