N23 საჯარო სკოლის ახალი შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას.
პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. შენობა სრულად არის ადაპტირებული. მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს დასრულდება 10. ასევე. მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს.