logo_geo
eng_logo
მარტვილის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
- +

6 მარტი. 2016. 18:23



მარტვილის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის, ტურისტული ბილიკების, ხიდების და ნავმისადგომების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაზა გაგუამ განაცხადა, რომ სერვისების გაუმჯობესების პარალელურად დაიწყება ვიზიტორთა აღირცხვაც, რაც აქამდე არ იყო.


ზაზა გაგუას თქმით, კანიონის სანაოსნო მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულბის თანავე შეიქმნება სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებით ვიზიტორები შეიძენენ ბილეთებს და მოწესრიგდება რიგები. მისივე თქმით, აიკრძალება ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე თვითნებურად პიკნიკების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში მილიონ ორას ორმოცდაორი ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს 5 წლის ვადით, იჯარით გასცეს სანაოსნო მონაკვეთი.


წყარო: http://www.livepress.ge/


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner