logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მაიცა, შენ ყოველდღე რევოლუციას უნდა აანონსებდე, ყველას დედას აგინებდე, ქვეყნის ინტერესებს მატლივით ხრავდე და... არც უნდა გისმინონ?
- +

21 სექტემბერი. 2021. 20:49

 

 

„შენ ყოველდღე რევოლუციას უნდა აანონსებდე, ყველას დედას აგინებდე, ღვინოში აფსამდე, ქალებს ხელით ეხებოდე, ქვეყნის ინტერესებს მატლივით ხრავდე, შინ თუ გარეთ სიძულვილს თესავდე, ბოზობდე, ,,დანოსებს'' წერდე, ფეიკებს ავრცელებდე, ადამიანებს ცილს სწამებდე და... არც უნდა გისმინონ?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გუშინ ,,ტვ ჭიტლაყასუნის'' რევოლუციონერმა (ამათი რევოლუცია არ გაიშვა ცლუნკაანის გადასახვევამდე) ჟჟჟჟჟჟ-ებმა ჭუჭყიანი ქოშები უკუღმა ყარეს: უი, კახა კალაძემ ეს რა თქვაო? ეგრე როგორ შეიძლება, ეს ხო დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევააო?!

 

რა თქვა კალაძემ ასეთი?

თუ მოსმენა საჭიროა, უნდა მოუსმინონო... აბა, როგორ გინდათო? მთელ მსოფლიოში ასეაო.

უი, დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენო?

თუ საჭიროა, მაგათაცო.

 

მომეწონა, ფრიად ლაკონური პასუხია!

მაიცა, შენ ყოველდღე რევოლუციას უნდა აანონსებდე, ყველას დედას აგინებდე, ღვინოში აფსამდე, ქალებს ხელით ეხებოდე, ქვეყნის ინტერესებს მატლივით ხრავდე, შინ თუ გარეთ სიძულვილს თესავდე, ბოზობდე, ,,დანოსებს'' წერდე, ფეიკებს ავრცელებდე, ადამიანებს ცილს სწამებდე და... არც უნდა გისმინონ?

ავოიე... გისმინონ კი არა, რაც აქამდე ჩაიდინე, რაც აქამდე დააშავე, ჯერ იმის გამო უნდა გედოს ბორკილები!!!

 

ჩვენაო, საწოლებში გვივარდებიანო, თანაც ტოტალურადო!

სექსის დროსაც კი გვითვალთვალებენ, აღარ გვაცდიან, ხეირიანად ორგაზმი რომ განვიცადოთო!

ერთი დედაკაცი იძახის, დავიღალე, ხალხნო, დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია, მთელი ცხოვრება დამდევენ და მიღებენო.

ჰა, ჰა, ჰა... უღებენ არა, ისა... ვის რა ფეხებად უნდა?!

 

დიახ, ვის რა ფეხებად უნდა თქვენი სიტატრაყუნის აღბეჭდვა ვიდეოზე?

რა, ავტორიტეტი გაქვთ, გავლენა, ძალა, პროფესიონალიზმი თუ ხალხი გიჟდება თქვენზე და ამიტომ უნდა გადაგიბირონ?!

თქვენა, კაცო, კლიმაქსი გქონდეთ, ორგაზმს ვეღარ განიცდიდეთ, სუსი და მუსი რა შუაშია?

აუ, გვისმენენ, გვითვალთვალებენ და დაგვდევენო... მარკებს იწევენ, ეს ჩემისები, ვითომ ისეთი ფიგურები არიან, სახელმწიფო მანქანა ებრძვით და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ქვეყანა ამ არნახული დიქტატურისგან უნდა იხსნან - რუსეთისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, პუტინისგან.

ტელევიზორში სხედან და სერიოზულად მსჯელობენ, რაღაც უაზრო ,,კრებსებს'' ბიძინა ივანიშვილი კითხულობდა თუ ირაკლი ღარიბაშვილი კითხულობდა და მერე უყვებოდა?

 

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ე.წ. გაშიფრული მოსმენები ყალბია. რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი ხელებს იფშვნეტდა, თქვენთვის ბევრი სიურპრიზი მაქვსო. როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი სიურპრიზი, მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიაღწია, ხალხი ვერ გამოჰყავს ქუჩაში. ვერც გამოიყვანს - ჯერ ერთი, ყველა ხვდება, რომ რაღაც სირობასთან გვაქვს საქმე და მეორეც - გარეწრებს ნდობა აღარ აქვთ, მაგათ ხელში ბაჯაღლო ოქროც რომ დააჭერინო, ეგრევე ჟანგდება!

ასე რომ... მართალია კალაძე!

მოსატ... უკაცრავად, მოსასმენი უნდა მოისმინოს, აბა, როგორ გინდათ?!“,  - წერს ზედელაშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner