„მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის მიმდინარე დებატები დატოვა.
„ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, – მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას.
მანამდე ნიკა მელიამ დებატებისას აღნიშნა, რომ პირდაპირ ეთერს ტოვებს, რადგან კახა კალაძესთან ერთად ყოფნა არ უნდა.
„პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.