„43%-იანი დათქმა აღარ არსებობს, ეს საკითხი უკვე გადაიფურცლა, ქართველი ხალხი აირჩევს მერს და საკრებულოს წევრებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „არჩევნები 2021“- ში ისაუბრა.
„ვინმე სერიოზულად იღებს იმას, რომ არჩევნები სადაც უნდა აირჩეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგალითად ბაღდადში, შეიძლება ეს იყოს რეფერენდუმი? დასრულდა, 43%-იანი დათქმა აღარ არსებობს. მარტივი მიზეზის გამო - ისინი 100 დღე არ შეუერთდნენ შეთანხმებას. 100 დღე ელოდა საზოგადოება, და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ ხელს არ აწერდნენ, სპეკულირებდნენ თქვენ რატომა რ ასრულებთ იმ შეთანხმების პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი არ მოვაწერეთო. ეს საკითხი უკვე გადაიფურცლა, ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს, რომელიც დაკავშირებული იქნება მერისა და საკრებულოს წევრების არჩევასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.