logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ამ 4-5 თვის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარლამენტში ვინმეს უპირატესობა მივანიჭე ან ვინმე დაიჩაგრა
- +

22 სექტემბერი. 2021. 00:00

 

„სხდომის წაყვანისას უნდა ვიყო დაბალანსებული, რათა არცერთ უფრაქციო დეპუტატს თუ რომელიმე ფრაქციის წევრს არ მიენიჭოს უპირატესობა გარკვეული პოლიტიკური ნიშნის გამო. მე მგონია, რომ ამ 4-5 თვის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მე ვინმეს უპირატესობა მივანიჭე ან ვინმე დაიჩაგრა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

„ჩვენ წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება, მათ შორის იგივე ჟან მონეს დიალოგი, თუ ოპოზიცია არ დაიხევს უკან. ბევრი საინტერესო საკითხი იქნება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ. ევროპარლამენტარებთან ერთად მხარეებს შორის დისკუსიის დროს დამბალანსებელი უნდა ვიყო. ზუსტად იგივეა, როდესაც მიმყავს პარლამენტის სხდომა. მე წარმოვადგენ ჩემს პოლიტიკურ ჯგუფს - „ქართულ ოცნებას“ და როდესაც ხმას ვაძლევ ან არ ვაძლევ ამა თუ იმ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ იმით, თუ რა პრიორიტეტი აქვს ჩემს პოლიტიკურ ჯგუფს და რისი მჯერა. სხდომის წაყვანისას უნდა ვიყო დაბალანსებული, რათა არცერთ უფრაქციო დეპუტატს თუ რომელიმე ფრაქციის წევრს არ მიენიჭოს უპირატესობა გარკვეული პოლიტიკური ნიშნის გამო. მე მგონია, რომ ამ 4-5 თვის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მე ვინმეს უპირატესობა მივანიჭე ან ვინმე დაიჩაგრა. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენთვის სიახლეა, ერთია კონსტიტუციის შეცვლა, მეორე კი პოლიტიკური კულტურის შეცვლა და ქვეყნის მართვა ევროპულად - დებატები, მოსმენა, კომპრომისი და ა.შ.“, - განაცხადა კუჭავამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner