logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვერცერთი ჯარისკაცი ვერ იტყვის, რომ მათ ვინმე მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებს
- +

22 სექტემბერი. 2021. 01:36

 

„არჩევნების დღეს ჯარისკაცებს მაქსიმალურად ვუშვებთ სახლში, რათა ყველა ჯარისკაცმა საკუთარი. კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს. მე თავად ვიყავი თავდაცვის ძალების მეთაური და კარგად ვიცი, როგორ მიდიოდა ეს პროცესი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

 

„თავდაცვის კანონში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და თავდაცვის ოფისი და თავდაცვის ძალები ერთმანეთთან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავდაცვის სამინსიტროს ერთეული გახდა. თავდაცვის სამოქალაქო ოფისს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და სამხედროებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობა. თუ ადრე ბევრი იყო სამოქალაქო ჩარევა სამხედრო ცხოვრებაში, დღეს ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. ასევე მუშავდება თავდაცვის კოდექსი და თავდაცვის ძალები პოლიტიკისგან მაქსიმალურად გაიმიჯნება. იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები მაქსიმალურად იყოს დაცული ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან. ნებისმიერი მოწოდება, რომელიც გავრცელდა თავდაცვის ძალების მიმართ არის ძალიან საფრთხილო და საგანგაშო. ჯარისკაცს აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი აქვს. ვერცერთი ჯარისკაცი ვერ იტყვის, რომ მათ ვინმე მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებს“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner