logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: თუ ოპოზიცია ისევ გამოაცხადებს ბოიკოტს, თვითონვე წააგებს
- +

22 სექტემბერი. 2021. 02:17

 

პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიაჩნია, რომ თუ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაზე ისევ უარს იტყვის, ამით მხოლოდ თვითონ წააგებს. ამ თემაზე მან გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

„ისევ თვითონ წააგებენ ამით. გავიხსენებ ისტორიას, თუ ისევ გამოაცხადეს ბოიკოტი, განმეორდება ისევ ის, რაც მანამდე იყო... ყველა მოუწოდებდა: „ქუჩიდან საქმეს ვერ გააკეთებთ. დამთავრდა ქუჩის დრო. შედით პარლამენტში, გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული მანდატები და შესაბამისად იმოქმედეთ საპარლამენტო მანდატის გამოყენებით“. იგივეს იტყვიან ხვალაც“, - განაცხადა კუჭავამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner