logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: მეგის ქარდავას თავად მისი გუნდის წევრები უარყოფენ, მე რაც მასზე მესმოდა, ეს იყო ყველაფერი ცუდი
- +

22 სექტემბერი. 2021. 03:02

 

„მე რა უნდა გითხრათ?! მას თავად მისი გუნდის წევრები უარყოფენ! მე რაც მესმოდა, ეს იყო ყველაფერი ცუდი“, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მეგის ქარდავაზე საუბრისას განაცხადა.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თავდაცვის სამინისტროში მას ძალიან ბევრი ცოდვები აქვს ჩადენილი.

 

„მე რა უნდა გითხრათ?! თავად მისი გუნდის წევრები უარყოფენ მის ყოფნას! მე რაც მესმოდა, ეს იყო ყველაფერი ცუდი. მესმის, ისიც ადამიანია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მას ძალიან ბევრი ცოდვები აქვს ჩადენილი. როდესაც პოლიციის შენობაში შევედი, ლამის, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, კორიდორებში მოსიარულე სულები გეგებებოდნენ. იქ იყო გარკვეული კამერები - სამხედრო პოლიციის ტერიტორიაზე იყო დროებითი დაკავების საკნები, სადაც სადამსჯელო ღონისძიებები ტარდებოდა. ეს იყო ძალიან რთული სანახავი, როდესაც 2012 წელს იქ მივედი. შემდეგ, ეს ისტორიები, რასაც ჰყვებოდნენ, ეს არის საშინელება. სასამართლოს აქვს უკვე თავისი გადაწყვეტილება მიღებული. რა ვიცი, რა გითხრათ! არაფერი კარგი არ გამიგია“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner