logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: სისხლით გაუმაძღარი „ნაცხროვა“...
- +

26 ივლისი. 2016. 12:44



მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.


„გვახსოვდეს, როცა სააკაანთ ნაძირალა ჩვენს შვილებს პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალებს უწოდებდა, როგორ უკრავდნენ ტაშს ფეხზე დამდგარი ის სისხლით გაუმაძღარი „ნაც ხროვა", რომლებიც დღეს კარდაკარ დადიან და კიდევ ამირჩიეთო, ითხოვენ. რომ გავიგო, ვინმემ კიდევ მაგათ მისცა ხმა, ჩემს საქციელზე ვიხსნი პასუხისმგებლობას.

არავინ თქვას, თუ ასეთ სისასტიკეს სჩადიოდნენ, არ ვიცოდითო!

არავინ მითხრას, ახლა რა მოგივიდა, „დრო მკურნალიაო"!

მკურნალი მაშინ იქნება, რომ ჩავძაღლდები.

არც ის მითხრათ, ასე რატომ ამბობო!

აბა, ჩემი ცხოვრება ადამიანურიაა?!

ვიწანწალე ასე ქუჩა-ქუჩა და აი, რა მივიღე - თაროზე შემოდებული ჩემი შვილის საქმე.

ამ ნაძირალების ხროვამ პასუხი უნდა აგოს. მათი სინსილა არ უნდა ჭაჭანებდეს პოლიტიკურ სარბიელზე, არჩევნები მომინდომეს ახლა...

მე თქვენ გაჩვენებთ არჩევნებს..." - წერს გამცემლიძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner