logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გაერო-ს ტრიბუნიდან: ყირიმი რუსეთის ტერიტორია არ არის
- +

22 სექტემბერი. 2021. 10:36

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მომხრეა და რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ აღიარებს.

 

„ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას, მათ შორის, ყირიმის, რომლის ანექსიასაც არ ვაღიარებთ“, – თქვა თურქეთის პირველმა პირმა.

 

ერდოღანმა თავის სიტყვაში ასევე იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც გადაიდგა კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად.

 

ერდოღანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა გამოიყენა გარე აგრესიისგან თავდაცვის უფლება, შეასრულა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეუსრულებელი რეზოლუციები და შეწყვიტა მისი მიწების ოკუპაცია.

 

„ამ ღონისძიებამ გახსნა რეგიონში მუდმივი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობა. თურქეთი აპირებს, მხარი დაუჭიროს ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რომელსაც მხარეები გადადგამენ”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner