logo_geo
eng_logo
ზურიკო გოგოხია: 30 000 ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო...
- +

22 სექტემბერი. 2021. 12:03

 

 

რამდენიმე დღის წინ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს დაკრძალეს.

 

22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას მოქალაქეები ემოციურად ეხმაურებიან სოციალური ქსელში.

 

ერთ-ერთი ასეთი პოსტის ავტორი ფეისბუქ-მომხმარებელი ზურიკო გოგოხიაა, რომელიც წერს, რომ უკანასკნელ გზაზე ნიკო 30 000 ადამიანმა გააცილა:

 

„მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.

 

30 000 ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს, ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

 

რამდენი მუჭაც იყო, იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: „ნიკო, ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო“.

 

მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.

 

საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.

 

მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად“, – წერს ზურიკო გოგოხია „ფეისბუქში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner