logo_geo
eng_logo
ბათუმში უხვი ნალექის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
- +

22 სექტემბერი. 2021. 12:15

 

ბათუმში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა.

 

სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

 

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

 

ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შემოვიდა. მერიის ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა.  საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა. 

 

24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner