logo_geo
eng_logo
კასპში გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

22 სექტემბერი. 2021. 13:54

 

 

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

 

ამჟამად ქუჩაზე ერთ-ერთი ჩიხის ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები.

 

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება.

 

პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

 

გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ქუჩის მოასფალტებას დიდი ხანია ითხოვდნენ, ვინაიდან ფეხით და ტრანსპორტის გადაადგილებისას გაუვალი იყო - განსაკუთრებით ნალექის დროს. ქუჩაზე ორი ჩიხია, სადაც რელიეფიდან გამომდინარე ბეტონის საფარი იგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner