„აი, მაგალითისთვის, ამ წიგნის თარგმნა და დროულად დაბეჭდვა ქართულ ენაზე არის პატრიოტული და მამულიშვილური საქმე“, - ამის შესახებ ამერიკაში, ჟურნალ „მამულის“ რედაქტორი მანუჩარ პირველი სოციალურ ქსელში, ზვიად გამსახურდიას წიგნზე წერს.
„ქართველო გამომცემლებო, საქართველოს წიგნის თაროები ათასი მდარე თარგმანებით რომ არის სავსე, უღარიბესი ენით ნაცოდვილარი გამოცემებით, ერთხელ მაინც ამაღლდით ზნეობრივად (იმიტომ, რომ თქვენს გამოცემულ უმეტეს წიგნებში მორალი გამადიდებელი შუშითაა საძებნი) და ქვეყანას მიაწოდეთ ის წიგნები, როგორიც ახლა ჰაერივითაა საჭირო.
აი, მაგალითისთვის, ამ წიგნის თარგმნა და დროულად დაბეჭდვა ქართულ ენაზე არის პატრიოტული და მამულიშვილური საქმე.
700-გვერდიანი ასეთი ნაშრომი აქამდე არასოდეს შექმნილა - ახალ სიცოცხლეს დაიწყებს ეროვნული იდეა საქართველოსთვის და ზვიად გამსახურდიას ადგილს ისტორიაში სხვა კუთხით შევხედავთ“, - წერს მანუჩარ პირველი.