logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: ქვეყნის მასშტაბით უკვე განხორციელდა კამერების ხელახალი აღწერა
- +

26 ივლისი. 2016. 13:13



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE­სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დამონტაჟებული კამერების დაახლოებით 30% ან უხარისხოდ, ან საერთოდ არ მუშაობს.


„ქვეყნის მასშტაბით უკვე განხორციელდა კამერების ხელახალი აღწერა. ახლა მიმდინარეობს ვიდეოანალიტიკის შეძენის პროცედურა. რამდენიმე კომპანიაა ჩამოსული და მიდის ტესტირების პროცესი, ანუ ყველა კომპანია გვაჩვენებს თავის შესაძლებლობას. ჩვენ ვცდილობთ, შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ანალიტიკა. რასაც ნიუ­ იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს, დაახლოებით იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან. იქ, სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ მონტაჟდებოდა, იქ განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ, სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა", - განაცხადა  ხუციშვილმა.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კამერები აღჭურვილი იქნება ანალიტიკით, რომელიც აღარ საჭიროებს ვიზუალურად შსს­ს თანამშრომლების მიერ გამოსახულების ყურებასა და დარღვევის ხელით დაფიქსირებას.


„ამას უკვე სისტემა გააკეთებს და მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და ის არ დაჯარიმდება. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის ადმინისტრირების ეფექტურობას და ვფიქრობთ, უკვე შემოდგომიდან ეს პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. შევიძენთ ისეთ ტექნიკას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს რეალობას და რომლის ფასიც უფრო მეტად იქნება მისაღები. ამ პროგრამის ერთ­ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს მძღოლმა საშუალო სიჩქარით. ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა, ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner