logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:10

 

 

„რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა კარგად იცის თურქეთის პოზიციის შესახებ და მას არ ეთანხმება.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ თავს განვიხილავთ ამ შენიშვნების ადრესატებად; ჩვენ ასე აღვიქვამთ მათ. ჩვენ, ბუნებრივად, ვწუხვართ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ახლა, თურქეთის პრეზიდენტის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისთვის მზადების დროს“, – აღნიშნა პესკოვმა.

 

21 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ანკარა არ აღიარებს რუსეთს მიერ ყირიმის ანექსიას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner