logo_geo
eng_logo
ალენ დელონი: ერთსქესიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ...
- +

6 მარტი. 2016. 18:26



ლიბერალებმა, მემარცხენეებმა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მსახიობ ალენ დელონის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. მსოფლიო კინოს კლასიკოსს შვეიცარიულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო უპირისპირდებიან.


ორმოცი წელია, დეგოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა, იყო დეგოლისტი ოლანდის სამყაროში, შეუძლებელია. ერთსქესიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს", - აცხადებს ინტერვიუში მსახიობი.


საქმე ისაა, რომ მოსაზრებების გამო, მას საკუთარი შვილიც დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს "აღმაშფოთებელს" უწოდებს.


ამ დღეებში „ტოლერანტისტებმა" თანამდებობას ჩამოაცილეს „მის საფრანგეთის" ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე, თუმცა ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და მას კინოსტუდიის, „საპატიო ლეგიონის" ორდენისა და „ცეზარის" პრემიის ჩამორთმევითაც ემუქრებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner