შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GEს განუცხადა, რომ 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
„ვფიქრობთ, 2017 წლის მეორე ნახევარიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსსს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. დაახლოებით 23 ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტია ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს, დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში. არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის, პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.