logo_geo
eng_logo
მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება
- +

26 ივლისი. 2016. 13:32



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE­ს განუცხადა, რომ 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.


„ვფიქრობთ, 2017 წლის მეორე ნახევარიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს­ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. დაახლოებით 2­3 ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტია ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს, დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში. არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის, პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", -  განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner