logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ინტერნეტ ბოტებისა და ტროლების ძირითადი სამიზნე არის „ქართული ოცნება“, ხელისუფლება და ეკლესია
- +

23 სექტემბერი. 2021. 00:38

 

 

„მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება დეფინიცია, ინტერნეტ ტროლი ეს არის რეალური ადამიანი, თუმცა ის იმალება გამოგონილი სახელის უკან, არ ამხელს თავის სახელს. ბოტი კი ფაქტობრივად შეიძლება იყოს პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს რეალური ადამიანი. შემდეგ ეს ბოტები გარკვეულ რეაქციებს იწვევენ ინტერნეტში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

 

„ვინაიდან ისინი იმალებიან და რეალურ ვინაობას არ ამხელენ, მათ გახსნილი აქვთ ხელები იმისთვის, რომ აწარმოონ ყალბი დისკუსია. შემოაგდონ არარეალური თემები. ისინი ძირითადად არიან დაკავებული იმ ადამიანების დისკრედიტაციით, რომლებიც ჩართული არიან წინასაარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებით კახა კალაძეზეა მიმართული. ერთი ანონიმური გვერდია და გიგი უგულავამ 4 წუთში გადააზიარა ვიდეო ახალშექმნილი გვერდიდან. ძირითადი მიმართულებებია რის „ქართული ოცნება“ და ზოგადად ხელისუფლება. ასევე არის ტენდენცია ეკლესიის წინააღდმდეგ მიმართული კამპანიების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner