logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ორმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლები აიყვანა
- +

26 ივლისი. 2016. 13:47

 

 

ორი მამაკაცი, რომლებსაც საფრანგეთში ეკლესიაში მძევლები  ჰყავდათ აყვანილი, მოკლულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.


დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში, ეკლესიაში რამდენიმე ადამიანი დღეს დილით აიყვანა მძევლად. ინციდენტი ქალაქ რუანიდან 10 კილომეტრში, სენტ-ეტიენ დიუ-რუვრეს ეკლესიაში მოხდა.


სამართალდამცავების ინფორმაციით, მძევლად აყვანილი იყო 5 ადამიანი, მათ შორის მღვდელი და ორი მონაზონი.


„Figaro"-ს ინფორმაციით, მსხვერპლია მძევლებში - მოკლულია მღვდელი, მეორე მძევალი კი დაჭრილია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner