logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, ოპოზიცია დამარცხებისთვის უნდა მოემზადოს
- +

23 სექტემბერი. 2021. 02:21

 

 

„კვლევებსაც რომ თავი დავანებოთ და დავფიქრდეთ: ახლახან გვქონდა არჩევნები, ბევრი კი ილაპარაკეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც ერთი კითხვა არ დარჩა ვალიდური და ვნახეთ, რომ ის შედეგები იყო, რაც 31 ოქტომბერს დადგა და ის არჩევანი, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

 

„გავიდა რამდენიმე თვე. ვხედავთ, რომ ოპოზიცია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყო და ხან ერთ ადგილას იკრიბებოდა და ხან მეორე ადგილას- დაიშალა. თუ შევხედავთ, ახლა ვინ უფრო კარგ მდგომარეობაში არის, ამ კუთხით რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ უფრო მყარ მდგომარეობაშია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ის შედეგი უნდა გავიმეოროთ, რომელიც გვქონდა 2012 წელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან ასევე მმართველი პარტიის რეიტინგზე ისაუბრა.

 

„ჩვენ რა თქმა უნდა კვლევებს ვატარებთ, ვაკვირდებით, სხვადასხვა სახის კვლევა გვაქვს, მათ შორის კარდაკარის პრინციპით. გვაქვს მონაცემები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ოპოზიცია დამარცხებისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ეს არის მათი სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner