„თბილისს ამჟამად ჰყავს ღირსეული მერი, ღირსეულზე, ღირსეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან ბევრი რეალური პრობლემა გადაუწყვიტა ამ ქალაქს“, - ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა, თიკა რუხაძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
„უნდა ვაცადოთ პოლიტიკა პოლიტიკოსებს. თბილისს ჰყავს ღირსეული მერი, არ არის სამუშაო დრო და მივცემ ჩემ თავს ამის თქმის უფლებას, ღირსეულზე, ღირსეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან ბევრი რეალური პრობლემა გადაუწყვიტა ამ ქალაქს. ქალაქის ისეთ მერს, როგორიც ნიკო ლეკიშვილი იყო, არ უჭირს იმის აღიარება, რომ კახა კალაძის მსგავსი მერი ამ ქალაქს დამოუკიდებლობის პერიოდში არ ჰყოლია. ჩვენი საქმეები საუბრობენ ჩვენ გმირობაზე. მინდა გითხრათ, რომ სხვა მერებსაც მოვსწრებივარ, ყველა დროს ვმუშაობდი, ყველას გაკეთებული საქმეები მახსოვს. ვფიქრობ, მშვიდად და წყნარ გარემოში უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და უნდა შეგვეძლოს როგორც წაგების და მოგების აღიარება“, - განაცხადა თიკა რუხაძემ.