logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობას“ უნდა დაუმტკიცოს ერთგულება
- +

26 ივლისი. 2016. 14:29



„მწვანეთა პარტიის" ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრია და თავისი განცხადებებით ცდილობს, „ნაცმოძრაობის" პოზიციები გააძლიეროს.


„მას 2016 წელს უმთავრდება ვადა და  „ნაცმოძრაობას", თავის ოჯახს უნდა დაუმტკიცოს ერთგულება.

 

რაც შეეხება მარგველაშვილს, მას ვადა მომავალ წელს უმთავრდება. ნათელია, რომ „ქართული ოცნება" მას აღარ წარმოადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად.

 

ამიტომ, ის ეძებს დასაყრდენს პოლიტიკურ სპექტრში. გარშემო იკრებს სამსახურში ძირითადად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მას იმედი აქვს, როცა დადგება საპრეზიდენტო არჩევნები, მას ოპოზიციური სპექტრი წარმოადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად.

 

სამწუხაროა, რომ ორივე უმაღლესი თანამდებობის პირი საკუთარ პიროვნულ ინტერესებს აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner