logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პროკურატურის ნდობა რომ არ მქონდეს, ხელისუფლებაში არ ვიქნებოდი
- +

26 ივლისი. 2016. 14:41



პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე სასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც საკმარისი იქნება შელახული უფლებების დასაცავად.

როგორც  კობახიძემ აღნიშნა, საპროცესო შეთანხებაზე სუბრისას მნიშვნელოვანია, რა პოზიცია აქვს დაზარალებულ მხარეს.


„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. სასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც საკმარისი იქნება შელახული უფლების დასაცავად. იცით, რომ სასჯელი და სანქცია ასეთი დანაშაულის მიმართ გავამკაცრეთ, წარსულში ჩადენილ დანაშაულზე, რა თქმა უნდა, მას უკუძალა არ აქვს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფა არის მძიმე დანაშაული. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. პროკურატურის მიმართ ნდობა რომ არ მქონდეს, მე ხელისუფლებაში არ ვიქნებოდი.  ნდობა და იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საქმეს თავს გაართმევენ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner