logo_geo
eng_logo
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა
- +

26 ივლისი. 2016. 14:41



თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და  სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო. 


3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად მოეწყო  კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა).


„ეს გზა  კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს,  ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შპს „ენკო" ასრულებდა.


თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner