„სააკაშვილის რადიკალური პარტიის ნომინალური თავმჯდომარე ნიკანორ მელია ისე გათავხედდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ვაკეში“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.
„ნაცსექტის „ნოუ-ჰაუ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში - მარტო ჩემი „სიმართლეა“, სხვისი არა! კობახიძეს არ დაასრულებინა მედიასთან ურთიერთობა, ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა.
ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა, სააკაშვილის გავეშებული რადიკალებისთვის საზოგადოებრივი ვერდიქტის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა“, - წერს გია აბაშიძე.
ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.