ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.
„ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო“, - ზედგამოჭრილია ამ ტუტუც პროვოკატორზე! რამის თავი მაინც ჰქონდეს. პოლიტიკურად გაბანკროტებული „ნაცმოძრაობა“ გადავიდა გეგმა „ბ“-ზე. ყველგან, ყველაფრის ფასად აწყობენ პროვოკაციას. დებატებიდან გარბიან, ინტერვიუების ჩაშლას ცდილობენ, პარტიული ტელევიზიებით ახალ-ახალ „ფეიკებს“ აცხობენ. კატასტროფულად აგებენ როგორც თბილისს, ასევე, რეგიონებს.
P.S. მე-8 არჩევნებია აგებთ და კრივი ხომ არ არის, დაცემაზე რომ იყოს?“ - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.