logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე: მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს!
- +

23 სექტემბერი. 2021. 16:31

 

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას.

 

ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი.

 

„იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადებები, შეშფოთება - უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი - როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ. 9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან. მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღისა და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად. ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება“, - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner