logo_geo
eng_logo
„წიგნი ყველა სოფელს“ სვანეთში გაემგზავრა
- +

26 ივლისი. 2016. 14:43



„წიგნი ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში 26 ივლისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში  წიგნების შეგროვების აქცია მოეწყო. წიგნები ამჯერად სვანეთის ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცემა.


„მოსიარულე ბიბლიოთეკის" სვანეთში გასაცილებლად ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, სვანეთში არსებული სოციალური საწარმოს სვანური ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მუზეუმში მოსულმა სტუმრებმა აჩუქეს წიგნები მათ, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია და თან დაურთეს წერილები ინკოგნიტო ადრესატებისათვის.


ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.


 „წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის", და „დანქინ დონატსის" რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner