logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ის, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს როგორც ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:30

 

„ის, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკანორ მელიამ ჩაიდინა, მე მგონი გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს როგორც ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა ვინ მელიას ამ ამაზრზენ გამოხდომას უყურა და მოუსმინა, თავისთვის გაიფიქრა თუ რას იზამს ეს სექტა და მათი სატელიტები ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში?!“ -  ამ სიტყვებით ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას.

 

„დიახ, იქ ევროკავშირის ოფისთან მარტო ნიკანორ მელია კი არა, მისი სახით მთელი „ნაცმოძრაობა“ იდგა მისი ბევრი კუდით. მელია შეიძლება თბილისში დაიბადა გაიზარდა, მაგრამ პროვინციული სული მასში თბილისმაც კი ვერ მოსპო. კარგია, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ოფისთან მოხდა, კიდევ არაერთხელ დაატრიალებენ და შეხედავენ იმ კადრებს და დარწმუნდებიან ნაცების ფსევდო-დასავლურობაში და მიხვდებიან ვისთანაც აქვთ საქმე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner