logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: არ არსებობს მათთვის არც სახელმწიფო, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც კანონის უზენაესობა
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:31

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, თვე არ გადის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდის წევრებზე პირდაპირი თავდასხმა თუ გამიზნული პროვოკაცია არ განახორციელონ.

 

„თუ ვინმეს მართლა ამნეზია ჭირს, მე ძალიან კარგად მახსოვს თუ რა შპს „მიშიზმი და მიშისტების კერძო დაცვად“ იყო გადაქცეული მთელი სახელმწიფო მანქანა, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. მაგალითად, გიგა ბოკერია შედიოდა ს.დ.ს.ს.-ს დასაცავ პირთა ნუსხაში, თუმცა მისი მეუღლე - არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, კვირა არ გადიოდა მისგან „სიგნალები“ არ შესულიყო ოპერატიულ სამმართველოში ჩივილებით, რომ მას „სექსისტური“ მზერით შეხედეს ხან მანქანაში, ხან სტომატოლოგთან. აბა მიდი, და „მაგარი ბიჭი“ ყოფილიყავი, იმდროინდელი ს.დ.ს.ს.-ს დასაცავი პირისთვის რამე გაგებედა - ან ხერხემალში გაგტეხავდნენ, ან პირად თუ სამსახურებრივ ცხოვრებას გაგიმწარებდნენ.

 

თვე არ გადის, რომ ს.დ.ს.ს.-ს ამჟამინდელ დასაცავ პირებს - პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილები, თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იქნება - პირდაპირი თავდასხმა თუ გამიზნული პროვოკაცია არ განახორციელონ. ხან მედიის, ხან ოპოზიციის მანტიით - რომლებსაც ვიღაცამ რატომღაც დაარწმუნა, რომ მათ კანონის წინაშე ინდულგენცია გააჩნიათ. ამ კატეგორიას განეკუთვნება დღევანდელი ინციდენტიც, ნიკანორ მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძეზე თავდასხმის სახით. არ არსებობს მათთვის არც სახელმწიფო, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც კანონის უზენაესობა - სრული იგნორი! წარმოდგენაც კი არ მინდა, საფრანგეთსა თუ გერმანიაში იქაური სახელმწიფო დაცვის ობიექტებზე მსგავსი თავდასხმის დროს რა კანონიერ ზომებს მიმართავდნენ. ასე რომ, დავივიწყოთ „ნაცების“ არჩევნებში მონაწილეობა - იქ, სადაც სახელმწიფოს და კონსტიტუციას არ ცნობ, არჩევნებიც „გკიდია“,  - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner