logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მელია როგორც სოროში, ისე დაიმალა ევროკავშირის ოფისში
- +

23 სექტემბერი. 2021. 19:01

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მელია ქართველ ხალხს ვერსად დაემალება.

 

„ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო და ევროკავშირის ოფისში, როგორც სოროში, ისე დაიმალა, დაიმალა, სანამ ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. ასეა, ნიკანორ, ქართველ ხალხს ვერსად ვერც დაემალები და ვერც გაექცევი!“ - წერს facebook-ზე ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner