„ფაქტი ერთია, პროვოკატორ მელიას ხალხის მხარდაჭერისა და გამარჯვების იმედი რომ ჰქონდეს, პროვოკაციას არ მოაწყობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე წერს.
„დღეს მოხდა რადიკალური ჯგუფის ფორმალური ლიდერის წინასაარჩევნო კაპიტულაცია! კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია ჭეშმარიტად ე.წ. პოლიტიკოსია. 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ხალხზე მოძალადე პროვოკატორების ღირსეულად დამარცხებას“, - წერს ანრი ოხანაშვილი.