ნიუ-იორკში ზიკას ვირუსით დაავადებული პირველი ბავშვი დაიბადა, ამის შესახებ ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბავშვის დედა ზიკას ვირუსით დაავადდა, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში მოგზაურობდა, სადაც ცხელება ფართოდ არის გავრცელებული. დეტალური ინფორმაცია ბავშვისა და დედის მდგომარეობის შესახებ არ ხმაურდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ზიკას ვირუსით 400 ფეხმძიმე ქალი იყო დაავადებული, ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ დაავადებისაგან გამოწვეული დეფექტით 3 ბავშვი დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ ზიკას ვირუსი საკმაოდ ადვილად გავრცელებადია, გადაიტანება კოღოების მიერ. პირველად აღმოჩენილი იქნა მაკაკების რეზუს სახეობაში უგანდაში, 1947 წელს, ტყის ფორმის ყვითელი ცხელების ერთ-ერთი მონიტორინგის დროს. შემდგომ კი - 1952 წელს ვირუსი გამოვლინდა ადამიანებშიც უგანდასა და ტანზანიაში. ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების აფეთქებები დაფიქსირდა აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.