logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კარგად ვმუშაობდი ბუშთან, ობამასთან, ტრამპთან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბატონ ბაიდენთან თანამშრომლობა კარგად დავიწყეთ
- +

23 სექტემბერი. 2021. 21:43

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან კარგად არ დაიწყო.

 

„მე კარგად ვმუშაობდი ჯორჯ ბუშთან, ბარაკ ობამასთან, დონალდ ტრამპთან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბატონ ბაიდენთან თანამშრომლობა კარგად დავიწყეთ. ბაიდენმა იარაღის მიწოდება დაიწყო სირიაში ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ამას გულგრილად ვერ ვუყურებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

თურქეთის ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და აშშ როგორც ნატოს ორი წევრი ერთმანეთს მეგობრულად მოეკიდებიან.

 

„ვერ ვიტყოდი, რომ თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვიყიდეთ F-35, გადავიხადეთ 1.4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner