logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ირაკლი კობახიძეს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, ის არის სულით კრიმინალი
- +

23 სექტემბერი. 2021. 22:28

 

 

 

„პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

 

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და ეს არის მათი დესტრუქციული ხელწერა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით ეს კრიმინალი დღეს გარეთ არის, აი, ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner