logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: პირობას ვიძლევით- უნივერსიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში არ შედგება!
- +

6 მარტი. 2016. 17:30


 


ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

„2012 წლის არჩევნების შემდეგ,  ადამიანებს ვინც წლების მანძილზე ვიბრძოდით  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სააკაშვილის რეჟიმის  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის წინააღმდეგ, იმედი გაგვიჩნდა, რომ ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა.

 

სამწუხაროდ, უნივერსიტეტში უსამართლობა არათუ საბოლოოდ დასრულდა პირიქით,  ადამიანები რომლებიც სისტემატიურ დანაშაულს ჩადიოდნენ  კვლავაც თავიანთ თანამდებობებზე იმყოფებიან  და უფრო მეტიც დღეს ისინი  დაშინებით და შანტაჟის გზით გეგმავენ უნივერსიტეტის სრულ კონტროლს.  ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით დასტურდება, რომ მათ აქტიურ მხარდამჭერებად გამოდიან ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული  წარმომადგენლები. უნივერსიტეტში არსებული უსამართლობისა და უკანონობის საბოლოოდ დასრულების მიზნით შექმნილია საორგანზიაციო კომიტეტი, რომელშიც გავერთიანდით სხვადასხვა თაობის და მსოფმხედველობის ახალგაზრდული ორგანიზაციები. მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და პირობას ვიძლევით -  უნივერსიტეტში ნაციონალური მოძრაობის რევანში არ შედგება.",- აცხადებს მეტრეველი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner