logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: დღეს, ყველაზე კარგად გამოჩნდა რამდენად დიდია სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის
- +

24 სექტემბერი. 2021. 00:39

 

„დღეს, ყველაზე კარგად გამოჩნდა რამდენად დიდია სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის - ერთ მხარეს არის პროვოკაცია, ავანტიურა, სიცრუე და სიძულვილი, მეორე მხარეს კი კონკრეტული საქმე, ზრუნვა, სტაბილურობა და პროგრესი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნაცმოძრაობა“ ერთი მხრივ პანიკაშია ბანერების გამო, მეორე მხრივ კი ყოველდღიურად ახსენებს საზოგადოებას, რომ სინამდვილეში ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც იმ ბანერებზე ჩანს. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველაზე მტკივნეულად უნდა დამარცხდეს ის კოლექტივი, ვისაც ამ ქვეყნის ნებისმიერი წარმატება სწყინს, ხოლო ნებისმიერი პრობლემა უხარია“, - წერს რატი იონათამიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner