logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ
- +

24 სექტემბერი. 2021. 00:51

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

 

„ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ მმართველი პარტია და, რა თქმა თქმა უნდა, ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე, რაც ხდება ზოგადად, მათ შორის ამ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც 19 აპრილის უკვე ანულირებული შეთანხმების გარშემო მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდებოდა მელია პოლარიზაციის, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე იყო უგულავა და ოქრიაშვილი ამ ყველაფრის წყარო. კრიმინალი, რომელიც გათავისუფლდა ამ შეთანხმების საფუძველზე, ის არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner