„რა კულტურას ამკვიდრებს ნიკა მელია?!
როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ასე იქცეოდეს?!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაუება ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირების ფაქტს.
„გაფრთხილებთ ნაცსექტანტებს და სხვა რადიკალებს:
ცოტა #თავკონტროლი გაუწიეთ, თორემ ხელისუფლებამ ძალადობაზე ძალადობით თუ გიპასუხათ, მერე იმღერებთ“, - წერს ჟურნალისტი.