logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესაუბრება
- +

24 სექტემბერი. 2021. 01:33

 

„დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი მეუბნებოდა, რომ ხედავენ იმას, რომ საზოგადოებას ესაუბრება მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომ არის აბსოლუტურად მოწესრიგებული თითოეული შეხვედრა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის კოვიდრეგულაციების დაცვითაც“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მუდმივი შეხვედრები აქვს საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ასეულობით დამკვირვებელი არის აქ ჩამოსული.

 

„ყველა აღნიშნავს, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ის მწყობრი კამპანია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას. სამი თვე ისე წარიმართა საარჩევნო პროცესი, რომ არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა. ამის მერე წამოვიდა ერთი, მეორე, მესამე და ყველაფერი თვალსაჩინოა, რომ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც 2020 წელს ჩვენ გვქონდა სუფთა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და აღიარა ეუთო/ოდირმა, რომ ის არჩევნები იყო როგორც კონკურენტული, ისე თავისუფალი, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მყარად იქნება ეს ყველაფერი ასახული ახალ დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner