logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ფსკერის ფსკერს, კიდევ რამდენი ფსკერი აქვს?
- +

24 სექტემბერი. 2021. 02:51

 

 

„ვაკვირდები რადიკალური ოპოზიციის ცნობილ აქტორთა საჯარო რეაქციებს ნიკანორ მელიას დღევანდელ ბოროტ ხულიგნობაზე და  ვიკითხავ - ფსკერის ფსკერს რამდენი ფსკერი აქვს?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ცხადია, ყველას არ ეხება. როცა პოლიტიკოსი გქვია, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ექსპერტი თუ საჯარო პირი და გიხარია მსგავსი დესტრუქცია, ცხადზე ცხადია -  შენც ნიკანორ მელიას მსგავსი "შპანა" [rabble] ხარ. არ აქვს მნიშვნელობა სტუდიაში იმყოფები, კაბინეტში თუ მთლად უფრო საშინელება - ლექტორობ.

ზოგიერთი სუბიექტი კი იმითაც გახარებულია, რომ ეს იაფფასიანი დებოში მელიამ ჩაიდინა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.

მართლაც და ფსკერის ფსკერს, კიდევ რამდენი ფსკერი აქვს?“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner