„ვაკვირდები რადიკალური ოპოზიციის ცნობილ აქტორთა საჯარო რეაქციებს ნიკანორ მელიას დღევანდელ ბოროტ ხულიგნობაზე და ვიკითხავ - ფსკერის ფსკერს რამდენი ფსკერი აქვს?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ცხადია, ყველას არ ეხება. როცა პოლიტიკოსი გქვია, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ექსპერტი თუ საჯარო პირი და გიხარია მსგავსი დესტრუქცია, ცხადზე ცხადია - შენც ნიკანორ მელიას მსგავსი "შპანა" [rabble] ხარ. არ აქვს მნიშვნელობა სტუდიაში იმყოფები, კაბინეტში თუ მთლად უფრო საშინელება - ლექტორობ.
ზოგიერთი სუბიექტი კი იმითაც გახარებულია, რომ ეს იაფფასიანი დებოში მელიამ ჩაიდინა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.
მართლაც და ფსკერის ფსკერს, კიდევ რამდენი ფსკერი აქვს?“, - წერს აბაშიძე.