„ძირითადად 2 რამეზე საუბრობენ ხოლმე - ერთი მიშას ჩამოსვლა, რაც მას არ უწერია და თუ უწერია, ვიცით სადაც მოხვდება. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, აზრი არა აქვს არჩევნებზე წასვლას. მეორე მესიჯია, რომ იქნებ სხვა ფორმით რაღაცნაირად ავატოკოთ სიტუაცია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ფრაზებიც იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოტანილი, როგორიცაა „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“.
„წარმოიდგინეთ ამაზე რომ საუბრობს ადამიანი, ეს არის ყველანაირ მორალურ ფსკერს დაბლა. იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, რის გამოც რაღაც უნდა მოემოექმედებინათ. პირველი გააკეთებინეს ჟურნალისტის სტატუსის მატარებელ ადამიანს (საუბარია ბექა ყორშიაზე), რომელიც გამოირჩევა უზრდელობით და უღირსი საქციელით. მას მოაწყობინეს პირველი პროვოკაცია და მადლობა ჩვენს აქტივისტებს, რადგან მათი მხრიდან იყო ღირსეული რეაგირება. ამას მოჰყვა სხვა პროვოკაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.