„მერობის კანდიდატების დებატებს ვუყურე და რა თქმა უნდა, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანდიდატებს შორის ერთადერთი კახა კალაძე იყო, რომელიც იყო თანხვედრაში ეპოქასთან და თანხვედრაში იყო კალენდართან“, - ამის შესახებ პოეტმა, დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მან საქმის ორგანიზებას, პრიორიტეტების მიგნებას, მათ წარმოჩენასა და ზრუნვის ორგანიზებას ისევე გაართვა თავი, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდმა და ვფიქრობ, აქ დიდი არჩევანის წინაშე არ ვართ“, -აღნიშნა დათო მაღრაძემ.