logo_geo
eng_logo
კატალონიის ექს-ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა
- +

24 სექტემბერი. 2021. 12:16

 

 

კარლეს პუჩდემონი, რომელსაც ევროპარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა, იტალიის პოლიციამ დააკავა.

 

კატალონიის ყოფილი ლიდერი სარდინიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად ჩავიდა.

 

პუჩდემონი რამდენიმე წელია, ბელგიაში ცხოვრობს. ესპანეთი, კატალონიის ყოფილ ლიდერს, ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს. კატალონიის ლიდერი უახლოეს დღეებში წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც მისი ესპანეთში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner